ჩვენ შესახებ

მე ვარ ჩერი (ნინო ჩერქეზიშვილი), ბრიტანეთში კვალიფიცირებული ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი, ნუტრიციონისტი, საავტორო სავარჯიშო პროგრამის “ჩერის მარათონის” შემქმნელი და საქმიანი დღიურის “ჩერისთან ერთად” ავტორი. ვამაყობ, რომ ჩემი დისტანციური სავარჯიშო პროგრამით, ათასობით გოგონას აღმოვაჩენინე და შევაყვარე საკუთარი სხეული. მჯერა, რომ ვარჯიში სხეულის ჰიგინეაა და ამ მოტივით დაუღალავად ვმუშაობ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუმაღლო ცნობიერება ჯანსაღ ცხოვრებაზე და შევაყვარო ფიზიკური აქტივობა.

ჩემს გუნდთან ერთად, შევქმენი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ვთავაზობთ მრავალპროფილურ დისტანციურ სავარაჯიშო, სარეაბილიტაციო და კვების პროგრამებს ქვეყნის წამყვან ინსტრუქტორებთან ერთად. ჩვენი მისიაა, ჭკვიანურად შეკრული და ეფექტური პროგრამებით ვარჯიში, ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, თბილისიდან დაწყებული, პატარა სოფლით დამთავრებული.

არ დაყოვნდე, შემოგვიერთდი და თავად გაოცდები შენი შესაძლებლობებით. ჩვენ ვიცით რასაც ვამბობთ! ჩვენი სიტყვები თვიდან თვემდე მყარდება ჩერისთან მოვარჯიშეების უკუკავშირით.