მთავარი

ყოველი დღე ორშაბათია! გაძლიერდი ჩვენთან ერთად

მადლობა იმ 28.000-ზე მეტ ადამიანს, რომელმაც უკვე გამოსცადა ჩერის მარათონი, კვების, დარბაზის, სარეაბილიტაციო და სხვა დისტანციური პროგრამა.

აქ აუცილებლად იპოვი შენი ცხოვრების რიტმსა და ინტერესებზე მორგებულ პროგრამას, რაც მთავარია, გამოცდი საუკეთესო ცვლილებების ძალას.  

Banner Image
104K

გამომწერი

ივარჯიშე, სადაც მოგინდება

როცა მოგინდება,

პროფესიონალების შემუშავებული და გამოცდილი პროგრამებით

მე ვარ ჩერი (ნინო ჩერქეზიშვილი), ბრიტანეთში კვალიფიცირებული ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი, ნუტრიციონისტი, საავტორო სავარჯიშო პროგრამის “ჩერის მარათონის” შემქმნელი და საქმიანი დღიურის “ჩერისთან ერთად” ავტორი. ვამაყობ, რომ ჩემი დისტანციური სავარჯიშო პროგრამით, ათასობით გოგონას აღმოვაჩენინე და შევაყვარე საკუთარი სხეული. მჯერა, რომ ვარჯიში სხეულის ჰიგინეაა და ამ მოტივით დაუღალავად ვმუშაობ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ავუმაღლო ცნობიერება ჯანსაღ ცხოვრებაზე და შევაყვარო ფიზიკური აქტივობა.

ჩემს გუნდთან ერთად, შევქმენი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ვთავაზობთ მრავალპროფილურ დისტანციურ სავარაჯიშო, სარეაბილიტაციო და კვების პროგრამებს ქვეყნის წამყვან ინსტრუქტორებთან ერთად. ჩვენი მისიაა, ჭკვიანურად შეკრული და ეფექტური პროგრამებით ვარჯიში, ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, თბილისიდან დაწყებული, პატარა სოფლით დამთავრებული.

არ დაყოვნდე, შემოგვიერთდი და თავად გაოცდები შენი შესაძლებლობებით. ჩვენ ვიცით რასაც ვამბობთ! ჩვენი სიტყვები თვიდან თვემდე მყარდება ჩერისთან მოვარჯიშეების უკუკავშირით.

ჩერის დისტანციური მარათონი

ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების ყველაზე ხელმისაწვდომი გზა

დისტანციური სავარჯიშო პროგრამა, რომელიც სრულიად ცვლის საკუთარი სხეულისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ დამოკიდებულებას. ჩერის მარათონში ჩართვით, შეძლებ დაინახო შენი სხეულის პოტენციალი, რაც აუცილებლად გაგხდის უფრო თავდაჯერებულს, შეგაყვარებს სხეულს, შეგმატებს ენერგიას.ეს პროგრამა არის უნივერსალური, საგულდაგულოდ შერჩეული და აწყობილი ისე, რომ დაინახო და იგრძნო შედეგი და რაც მთავარია, ძალიან ისიამოვნო პროცესით.

სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამები

სავარჯიშო პროგრამების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი 

წონის კორექცია, კუნთოვანი მასის ზრდა, გამძლეობაზე, ბალანსზე მუშაობა, ელასტიურობა, რეაბილიტაცია. აქ შეძლებ შეარჩიო პროგრამა მიზნების და გემოვნების მიხედვით - რა სახის ფიზიკური აქტივობით დაკავდები.

კვება

რაციონის დაგეგმვა ინდივიდუალური მაჩვენებლებისა და მიზნების მიხედვით

სმარტ პროგრამა, სადაც ნახავ  ინგრედიენტებს და მათ რაოდენობას; მარტივად დაგეგმავ საყიდლებს და მოიმზადებ ისე, რომ მათემატიკური უნარების და კალორიების ცხრილის გარეშე, მიიღო შენს მიზნებზე მორგებული, ჯანსაღი საკვები. 

გაგვიზიარე

შენი

კითხვები მოგვწერე

ძველ აპში ტელეფონის ნომრით ვიყავი დარეგისტრირებული, ვერ ვახერხხებ პაროლის აღდგენას, როგორ მოვიქცე?

მეილის/ტელეფონის ველში ჩაწერე მობილურის ნომერი + ის გარეშე, კოდიანად. თუ მაინც ვერ ახერხებ შესვლას (გთხოვ დარწმუნდე, სცადე ვარიაციები) მოგვწერე [email protected] ზე. 

რა განსხვავებაა პროგრამის ყიდვასა და გამოწერას შორის?

პროგრამის ყიდვისას, იძენ მხოლოდ იმ კონკრეტულს და მასზე წვდომა არის უვადო. გამოწერა ნიშნავს აპლიკაციის ყველა სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამაზე წვდომას იქამდე, სანამ გამოწერის თანხა, 45 ლარი, ყოველთვიურად გეჭრება. გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

რა უპირატესობები აქვს გამოწერას?

გამოწერის  განმავლობაში, ყველა არსებულ სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამაზე წვდომა გაქვს შეუზღუდავად. ასევე, ყოველი ახალდამატებული სავარჯიშო პროგრამა შევა გამოწერის პაკეტში.

ახალი ნამშობიარები ვარ და დამრჩა დიასთაზი, როგორ აღვადგინო მუცლის კედლის კუნთები?

ჩვენს პროგრამებში ნახავ „დიასთაზის რეაბილიტაციას“ მუცლის, ასევე მენჯის შიდა კუნთების აღსადგენად და გასაძიერებლად, ჩერის აპი  საუკეთესოდ შერჩეულ ვარჯიშებს გთავაზობს.

როგორ შევარჩიო პროგრამა?

ინტერესების, გემოვნების, ცხოვრების რიტმის მიხედვით. შეგიძლია შეხვიდე“ვარჯიშებში“ და წაიკითხო „პროგრამის აღწერა“, აქ ნახავ ინფორმაციას თითოეული პროგრამის ინტენსივობისა და შედეგების  შესახებ.

ადრე შევიძინე პროგრამა, როგორ აღვადგინო მასზე წვდომა?

დააჭირე პაროლის აღდგენას შესაბამის ველში და დაელოდე მოქმედ მეილზე მოსულ შეტყობინებას.

როდის ვსვამთ ან არ ვსვამთ წყალს?
წყალს ვსვამთ ნებისმიერ დროს, როცა გვინდა. ეცადე, ჩვენი კალკულატორის მიერ მოწოდებული დღიური ნორმა გადაანაწილო და  მიიღო დღის განმავლობაში თანაბრად,მათ შორის, ვარჯიშის დროსაც.  გაითვალისწინე, რომ კარდიო ვარჯიშების დროს მიიღო ყლუ-ყლუპად, რომ არ დაგამძიმოს და არ გამოიწვიოს ე.წ. "ჭვალი"
როგორ შევიძინო პროგრამა?

ნებისმიერი ბანკის მოქმედი ბარათით, მხოლოდ შესაბამის პროგრამაზე „დაკლიკებით“

როდის ვვარჯიშობთ?
ვვარჯიშობთ მაშინ, როცა გვიხერხდება, რეჟიმის მიხედვით,  თუმცა, თუ ჩაძინებასთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, არ ვვარჯიშობთ გვიან, რომ არ გამოვფხიზლდეთ და არ გავაფუჭოთ ძილის ხარისხი. 
თუ წონებით ვვარჯიშობთ, სასურველია არ ვიყოთ უზმოზე, ამ შემთხვევაში, შეიძლება არ გვეყოს ენერგია და თავი შეუძლოდ ვიგრძნოთ.

მოგესალმები

ან გადმოიწერე აპლიკაცია

გაგვიზიარე შენი კითხვები